მონაკოს გრიმალდი ფორუმში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და 2014-15 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.
ღონისძიებას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ხელმძღვანელობდა. ფედერაცია საპატიო სტუმრის რანგში მიიწვიეს, დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე კი არველაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა UEFA-ს მაღალჩინოსნებთან.