17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიაშია.

იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკიდან ქალაქ ტრიესტში ჩავიდა, სადაც ოთხთა საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. სლოვენიაში ჩატარებული ერთკვირიანი შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელები იტალიაში განაგრძობენ ევრობასკეტისთვის მომზადებს.

საქართველოს ნაკრები ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე 3 მატჩს გამართავს -  დღეს 22:30 საათზე მასპინძელ იტალიას შეხვდება, 29 აგვისტოს - რუსეთს, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს მეტოქე ამერიკის სტუდენტური ლიგის წარმომადგენელი მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.

5 სექტემბერს კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება.

დღის ამბები