17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან 1 ქულით დამარცხდა

იტალიის ქალაქ ტრიესტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და იტალიის გამარჯვებით 91:90 დასრულდა. პირველი ტაიმი იტალიის ნაკრებმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით მოიგო 48:45. თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით სტუმრები წინ გაიყვანა - 89:90, თუმცა საპასუხო შეტევაში იტალია ისევ დაწინაურდა, უკანასკნელ წამებზე კი საქართველოს ნაკრებმა ბურთის ჩაგდება ვეღარ მოახერხა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან 1 ქულით დამარცხდა.

დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იქნება.

 

ფოტო: gbf.ge

დღის ამბები