17 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ბორჯღალოსნები პირველ საკონტროლო მატჩში დამარცხდნენ

2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების მესამე ეტაპის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.

ბორჯღალოსნები ინგლისის ავივა პრემიერშიპის ნიუქასლ ფალკონზს ეთამაშა. შეხვედრა კინსთონ პარკზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 27:7 დასრულდა.

პირველ ნახევარში მასპინძლებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა მეორე ლელოც გაიტანეს და 10:0 დაწინაურდნენ.

საბოლოოდ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა და 27:7 დამარცხდა.

მსოფლიო თასის დაწყებამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. ქართველი რაგბისტები  2 სექტემბერს კანადას, 5 სექტემბერს კი იაპონიას დაუპირისპირდებიან.

 

 

ფოტოებს fanclubge.weebly.com ავრცელებს.

დღის ამბები