კვირის ცენტრალურ მატჩში ატლეტიკომ სტუმრად სევილიას 0:3 მოუგო.
მადრიდელთაგან თავი კოკემ, გაბიმ და ჯექსონ მარტინესმა გამოიჩინეს. ორი ტურის შემდეგ სელტას, ეიბარის და ბარსელონას მსგავსად, ატლეტიკოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში.
ოთხეულს ორი ქულით ჩამორჩება მადრიდის რეალი, რომელმაც მეორე ტურში 5:0 მოუგო ბეტისს. მატჩის გმირი ხამერ როდრიგესი გახდა, რომელმაც სტუმრებს ორი ულამაზესი გოლი გაუტანა.
წყარო: marca.com
ვიდეო: goalsarena.org