საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ 4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი მატჩებისთვის, რომელიც თბილისსა და დუბლინში გაიმართება 24 კაციანი შემაგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე.
მცველები: გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე.
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი , ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე , თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი , ვალერი ყაზაიშვილი, ლევან ყენია, მათე ცინცაძე.
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ბაჩანა ცხადაძე, მათე ვაწაძე.
საქართველოს ნაკრები არასრული შეადგენლობით პირველ ვარჯიშს, 31 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ჩაატარებს.
საქართველო-შოტლანდიის მატჩი თბილისში, 4 სექტემბერს, დინამო არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.
წყარო: GFF.ge