მონაკოს ფორვარდი ანტონი მარტიალმა დიდიე დეშამის ნებართვით დატოვა საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ბაზა და ინგლისში მანჩესტერთან კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა.
ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში თუ მარტიალმა იუნაიტედში წარმატებით ითამაშა, მონაკო ბონუსის სახით კიდევ 20 მილიონ ევრომდე მიიღებს.
ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, მარტიალი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფრანგი ფეხბურთელის ტოპ ხუთეულში მოხვდება.
წყარო: MIRROR