საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნითი ორი მატჩისთვის, რომელსაც ბორჯღალოსნები რუსეთსა და რუმინეთთან ჩაატარებენ, გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა. ჰეიგმა ნაკრებში 31 მორაგბე გამოიძახა, მათ შორის სამი გამოცდილი ლეგიონერი - მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ზურაბ ჟვანია.
"ნდობა ყველა ახალბედამ გაამართლა. მათ ჩინებულად გამოიყენეს შანსი და უნარ-ჩვევებით მწვრთნელებს თავი მოაწონეს. უბრალოდ, დასკვნითი ორი მატჩისთვის უფრო გამოცდილი მორაგბეების დამატება ვამჯობინეთ და ამის გამო მოვიწვიეთ ნარიაშვილი და გორგოძე," განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
საქართველოს ნაკრები 12 მარტს რუსეთს თბილისში უმასპინძლებს, რუმინეთს კი სტუმრად 19 მარტს დაუპირისპირდება.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას;
უკანა ხაზი - მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, ირაკლი სვანიძე , დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კოშაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე.
შერკინება - მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, თორნიკე მატარაძე, ჯაბა ბრეგვაძე, ზურაბ ჟვანია, სოსო ბეკოშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, მამუკა გორგოძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, საბა შუბითიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე.