ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ირვინგის ჩელენჯერის ტურნირის პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე, თეიმურაზ გაბაშვილს შეხვდება.
ამჟამად ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 55-ე ადგილზეა, გაბაშვილი კი 165-ე პოზიციაზე იმყოფება. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2013 წელს შეხვდნენ და გაბაშვილმა 3:6, 6:3, 6:3 მოიგო.
შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.