15 მარტს ჩემპიონთა ლიგის ბოლო საპასუხო მერვედფინალური მატჩები დასრულდა. გუშინ მონაკომ და მადრიდის ატლეტიკომ მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური.
მეოთხედფინალში ითამაშებენ - ბაიერნი, ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, ლესტერი, მადრიდის რეალი, იუვენტუსი, ატლეტიკო და მონაკო.
მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. წყვილები ბრმა წილისყრით შეირჩევა. არ იქნებიან განთესილი და განუთესავი გუნდები, ამიტომ ერთმანეთს შესაძლოა ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.