შვედეთის მეორე დივიზიონის კლუბის, ესტერის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდის ფეხბურთელები სიმულაციის გამო დააჯარიმონ. განცხადება კლუბის დირექტორმა, იოჰან ლინდბერგმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში მივიღეთ - ბარსელონა-პსჟ-ს მატჩის მიმდინარეობისას. ეს ის ფეხბურთი არ არის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს - ამ სტილით გამარჯვება არ გვსურს. დიდი ხანია ვფიქრობ, თუ რატომ არ სჯიან სიმულაციის გამო ფეხბურთელებს," -განაცხადა ლინდბერგმა.
ჯერჯერობით უცნობია სიმულაციის შემთხვევაში რა თანხით დააჯარიმებს ესტერი თავის ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ 0:4 წაგების შემდეგ ბარსელონამ პსჟ 6:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
წყარო: Eurosport