რაგბი ევროპის ჩემპიონი რუმინეთის ნაკრები გახდა. ორგანიზატორებმა საქართველოს თასი შეცდომით გადასცეს. არ გაითვალისწინეს რა წესდებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვით თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრას ენიჭება, ხოლო შემდეგ ბურთების სხვაობას და თანაბარ ქულებზე პირდაპირ ბურთების შეფარდება დათვალეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად რუმინეთთან 8:7 დამარცხდა და თამაშის შემდეგ გაუგებრობით თასი მაინც ბორჯღალოსნებს გადასცეს.