როჯერ ფედერერი ინდიან უელსის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში 35 წლის ჩოგბურთელმა თანამემამულე სტან ვავრინკა 2 სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ფედერერმა 25-ე მასტერსი მოიგო, კარიერაში კი 90-ე ტიტულის მფლობელი გახდა.
ფედერერმა ინდიან უელსის მოგებიტ 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ATP-ის რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.