15 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გიგა ჭიკაძემ მეტოქე 8 წამში დაამარცხა და UFC-ის კატეგორიამდე ერთი ბრძოლა აშორებს

გიგა ჭიკაძე UFC-ის სერიის ეგიდით ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის სარეიტინგო ქულების მოგროვებას განაგრძობს.

ამჯერად ის პრესტიჟული საპრომოუტერო კომპანია გლადიატორ ჩელენჯის ორგანიზებით ჩატარებულ ორთაბრძოლაში ამერიკელ ენტონი როსს დაუპირისპირდა და მეტოქე 8 წამში ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველ სპორტსმენი ივნისში ნიუ-იორკში კიკბოქსინგის მთავარი ტიტულის გლორის ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რის შემდეგაც ის უკვე კიკბოქსინგიდან უფრო პრესტიჟულ UFC-ის ორთაბრძოლებში გადაინაცვლებს.

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები