საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიას უმასპინძლა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-18 წუთზე ჯანო ანანიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 32-ე წუთზე ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმში ქვილითაიამ და ანანიძემ დუბლი შეასრულეს. მატჩის მიწურულს კი საჯარიმოდან გიორგი არაბიძემ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.