15 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ლიონელ მესის მსაჯის შეურაცხყოფის გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

FIFA-მ ჩილესთან მატჩის დროს არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის მსაჯის შეურაცხყოფისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. არგენტინამ მესის გარეშე სტუმრად ბოლივიასთან 2:0 წააგო, რაც შესაძლოა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების ფასადაც დაუჯდეს.

FIFA-ს ბრალდებებს ლიონელ მესიმ საპასუხო წერილით უპასუხა, სადაც არგენტინელი გინების გამო ბოდიშს იხდის, თუმცა მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენებას კატეგორიულად უარყოფს.

"კატეგორიულად უარვყოფ, რომ ჩილესთან მატჩში არბიტრის ასისტენტს შეურაცხყოფა მივაყენე. ჩემი უწმაწური სიტყვები მის მიმართ არ იყო ნათქვამი. უბრალოდ, სათამაშო ეპიზოდით უკმაყოფილო ვიყავი და ჩემთვის ვლაპარაკობდი ამას, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი," - განაცხადა თავის წერილში ლიონელ მესიმ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინისა და ჩილეს მატჩის მომსახურე ყველა არბიტრმა დაადასტურა, რომ მათ მიმართ შეურაცხყოფა არ ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები