09 დეკემბერი 2022,   11:00
ვრცლად
საფრანგეთის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაძლიერდება

საფრანგეთის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა გაძლიერდება. განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდა.

ინალკო ევროპაში ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს.

კათედრის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ უნივერსიტეტს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ კათედრის მოღვაწეობა, როგორც ქართული ენის სწავლის კუთხით, ასევე სამეცნიერო კვლევითი კუთხით განვითარდება. ჩვენ საქართველოდან გავაგზავნით ჩვენს პროფესორებს, დოქტორანტებს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც ქართული ენის, ქართული ისტორიის და კულტურის სწავლების პროცესში ინალკოში, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში,“ - განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები