03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"პირველი გამარჯვება" - ბენდუქიძის შეფასება მთავრობისთვის სასამართლოს მოგებაზე

"თავისუფალი უნივერსიტეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ხელისუფლებას ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შემსრულებელ მთავრობად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ აქვთ ივანიშვილისგან მიღებული ინსტრუქცია, „ცუდად მოექცნენ“ ყველას, ვისაც აქვს განსხავავებული აზრი და ვინც დაარღვევს „სიმყუდროვეს“.

„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საერთოდ გაწმინდოს საქართველო ყოველგვარი აზრთა სხვადასხვაობისგან, რომელიც მისთვის უსიამოვნო იქნება. მე ვასოცირდები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ აქვთ სურვილი, გაანადგურონ „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი ტელევიზია და კიდევ რამდენიმე ადგილის განადგურება სურთ, სადაც ხალხს, შეიძლება, სხვა აზრი აქვს. არის მიზანი დასახული და ამ მიზნის მიღწევა ხდება თანდათან და ნელ-ნელა,“ - განაცხადა კახა ბენდუქიძემ. 

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მის საქმეში ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტის გვარიც და შესაძლოა ეს საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგაც გამოიყენოს.

„მთავრობა იმის მაგივრად, რომ იყოს ფოკუსირებული ქვეყნის განვითარებაზე, ფოკუსირებული ამ დაკვეთის შესრყულებაზე და მეც ერთ-ერთი პატარა კომპონენტი ვარ,“- ამბობს კახა ბენდუქიძე.

ბენდუქიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ოცნებაა, ქვეყანაში არ იყოს „ხმაურიანი არავინ, მათ შორის მეც, რომელსაც შეიძლება მქონდეს ჩემი, განსხავავებული, აზრი“. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი დღევანდელ მთავრობას ამის განხორციელების საშუალებას არ მისცემს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები