21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"ძალიან სამარცხვინო განცხადებაა"-სამოქალაქო სექტორი ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრის ვანო ზარდიაშვილის კრიტიკის სამიზნე დღეს პრეზიდენტის გარდა, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა თეთრი ხმაურიც გახდა. საუბარია  უმრავლესობის დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი იმის გამო, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე სამართალდამცველებს ტალახი დაუმსახურებლად ესროლეს. ზარდიაშვილი დასძენს, რომ ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ აქტივისტების განცხადებები აცდენილია რეალობას.

მმართველი გუნდის წევრის ამ განცხადებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამარცხვინოს უწოდებენ.

„პირველად მესმის, რომ თურმე ვიღაცის ინტერესების დაცვა აღმოჩნდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ძალიან სამარცხვინო განცხადება არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისგან, როდესაც ის სრულიად უგულვებელყოფს უდანაშაულობის პრეზუმციას, თუმცა როგორც ჩანს ბატონი ზარდიაშვილი ვერ გაექცა იმ ბექრაუნდს რომელიც მას გააჩნია სასამართლოში მუშაობის. იმ წლებში როდესაც დაიქცა ამ ქვეყანაში სასამართლო და ამის შედეგებს ვიმკით დღესაც. როდესაც დადგება სინამდვილე  ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ორ წელიწადში შემდეგ უკვე მე მგონი სხვა ადამიანებს ექნებათ ბოდიში მოსახდელი,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ წევრი კი მიიჩნევს, რომ დღევანდელი განცხადება ისევე როგორც ბახალასთვის ბრალის დამძიმება, ემსახურება გასული კვირის გახმაურებული საქმეების გადაფარვას.

„ერთი რამ არის ცხადი, თუ რატომ გამოვიდა ამ დროს ბახალას საქმე და ეს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმე მაშინ როცა მთელი  ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ მათ ეს ბრალი წარედგინათ მანამდეც. ჩემთვის ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გადასაფარად რაც მოხდა წინა კვირაში. წინა კვირაში მათ დაიჭირეს მამუკა ბერძენიშვილი და გააუბედურეს საქმე და ამის გამო საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ წამოიწია ზევით. იმავე კვირაში წარადგინეს სრულიად აბსურდული კანონპროექტი, რომლითაც ცდილობენ იმ საკანონმდებლო პროექტის გადაფარვას რომელიც წლებია მიმდინარეობს პარლამენტში,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები