21 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პრეზიდენტსა და "ადვოკატთა ასოციაციას" შორის გაფორმებული მემორანდუმი, მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის დაპირისპირების მიზეზი გახდა

პრეზიდენტსა და "ადვოკატთა ასოციაციას" შორის გაფორმებული მემორანდუმი მმართველ გუნდსა და მარგველაშვილის ადმინისტრაციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მემორანდუმი სპეციალური კომისიის შემქნას ითვალისწინებს, რომელმაც რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრების საქმეებზე უნდა იმუშაოს.

„მემორანდუმი, რომელიც აბსოლუტურად სხვა თემაზე გაფორმდა შეეხება 2005-2012 წლებში რეპრესიული ადვოკატების საქმეების გადახედვას არაფერ შუაშია „გირგვლიანის შესწორებებთან.“ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ რატომ გააკეთა ეს განცხადება, რატომ დააკავშირა,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე გამოეხმაურა. კოჟორიძემ მდინარაძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმთან კავშირი აქვს გირგვლიანის შესწორებებს.

„კითხვის დასმა, რა შუაშია პოლიტპატიმრები გირგვლიანის შესწორებებთან ეს არის იგივე კითხვა რომ დავსვათ მაგალითად ასეთი, რა შუაშია გირგვლიანი თავად გირგვლიანის შესწორებებთან,“-ამბობს კოჟორიძე.

დღის ამბები