21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რამდენიმეთვიანი დაპირისპირება - დედაქალაქის გენერალურ გეგმას პროექტის ავტორები დაასრულებენ

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების მიუხედავად, დედაქალაქის გენერალურ გეგმას პროექტის ავტორები დაასრულებენ. „სითი ინსტიტუტის“  წარმომადგენლებმა შეძლეს, მერი დაერწმუნებინათ, რომ ეს თბილისის ურბანულ განვითარებაში ძველი და ახალი შეცდომების გამოსწორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ადგილები, სადაც არაფერი აუშენებიათ და ტერიტორიის ყიდვითაც ჯერ არავინ დაინტერესებულა თბილისში ბევრია. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ თუ განაშენიანება დედაქალაქის შიგნით მოხდება, მაშინ შენარჩუნდება გამწვანება დედაქალაქის გარშემო, სადაც მშენებლობის ნებართვები ჯერ კიდევ წლების წინ გაიცა.

მერია და „სითი ინსტიტუტი“ შეთანხმდნენ, რომ ასეთი ადგილების განაშენიანება უსაფრთხო არ იქნება და ის აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ახლა კი მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღოს, რომ არ დაზარალდნენ მესაკუთრეები, რომლებიც აქ მიწის ნაკვეთებს წლებია ფლობენ და სავარაუდოდ მშენებლობებსაც გეგმავდნენ. საკითხები, რომლებიც მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო, შეთანხმებულია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ გენგეგმის ავტორები დოკუმენტზე დაწყებულ მუშაობას ივნისამდე დაასრულებენ.

ინიციატივით მიმართავს თბილისის მერს არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გენგეგმის საჯარო დისკუსიებში მონაწილეობდა. გიორგი ვაშაძე კახი კალაძეს მოუწოდებს ოპოზიცია დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ჩართოს.

გენერალური გეგმის ავტორები თბილისის ურბანული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე დაახლოებით სამი წელია მუშაობენ.

დღის ამბები