03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს ხელების ხშირად დაბანას ურჩევს

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ებოლას ვირუსსა და რისკების ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი რისკის ქვეყნებიდან ბოლო პერიოდში 84 ადამიანი დაბრუნდა საქართველოში და, საბედმნიეროდ, არც ერთ მათგანს ებოლას ვირუსი არ დაუდგინდა. ამ ეტაპზე დაკვირვება გრძელდება 13 მოქალაქეზე, რომლებიც ასევე რისკის შემცველი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

მინისტრი სერგეენკო მოქალაქეებს ხელების ხშირად დაბანას ურჩევს. ამბობს, რომ ებოლა ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის და მხოლოდ უშუალო კონტაქტით შეიძლება დაავადდეს ამ ვირუსით ადამიანი.

დღესვე „კურიერში“ ჯან-დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქრათველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ტენდენცია ბოლო პერიოდში ფიქსირდება, განსაკუთრებით შეიმჩნევა ბავსვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელის შემცირება. ასეთ ტენდენციას კი მინისტრი ჯანდაცის სერვისების გაუმჯებესებას უკავშირებს.

დღის ამბები