21 დეკემბერი 2024,   16:22
ვრცლად
მინდელის შახტში დაშავებულები კლინიკაში რჩებიან - ერთი მათგანი რეანიმაციაში იმყოფება

ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებულები იმერეთის რეგიონულ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტი კონტაქტურია.

უწყების ცნობით, მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება, ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს.

ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია ეცნობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები