03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მსოფლიო ებოლას წინააღმდეგ საგანგებო ზომებს იღებს

ებოლას გავრცელების თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომებს მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნები. 

ნიუ იორკის აეროპორტიდან საეჭვო სიმპტომების მქონე 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას დაავადება არ დაუდგინდა, ნიუ ჯერსიში კი კარანტინში მოათავსეს NBC-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ლიბერიელ ჟურნალისტთან ერთად მუშაობდა.

საეჭვო მგზავრის გამო ცენტრალური სადგური დახურეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, დიდ ბრიტანეთში კი საშიშ ვირუსთან საბრძოლველად სპეციალურ წვრთნებს გადიან.

ებოლას დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში უკვე 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 8 ათასს აჭარბებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები