06 ოქტომბერი 2024,   10:16
ვრცლად
"არ გვჭირდება ოკუპანტი ქვეყნის მედია" - საპროტესტო აქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან

არასამთავრობო ორგანიზაციები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში რუსული მედია ჰოლდინგის, НТВ Плюс-ის შემოსვლას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ეს მედიასაშუალება რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს და პროპაგანდას ემსახურება. 

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილდება და თუ НТВ Плюс საქართველოში შემოვა, საპროტესტო გამოსვლები მუდმივ ხასიათს მიიღებს.

"არ გვჭირდება ოკუპანტი ქვეყნის მედია საქართველოში"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

„საქართველოში არ უნდა ოპერირებდეს კრემლის პირდაპირი გამხმოვანებელი ტელეკომპანია, რომელიც მხოლოდ კრემლის სურვილებს განახორციელებს, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, მოგვიკლეს ტატუნაშვილი, ოთხოზორია,“- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ.

დღის ამბები