09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
პუტინს უკრაინის საზღვრიდან 17 ათასი სამხედრო უკან გაყავს

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს უკრაინის საზღვრიდან ჯარის უკან გაყვანა დაავალა.

საუბარია 17 ათას სამხედროზე, რომლებიც როსტოვის ოლქში მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობდნენ. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე უნდა დაბრუნდნენ. მანამდე ვლადიმერ პუტინმა ოპერატიული შეხვედრა გამართა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, მომავალ კვირაში კი ის მილანში უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

პეტრე პოროშენკოს შეფასებით, მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრა საბოლოოდ წარმატებული იქნება.

დღის ამბები