20 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ბოლო 250 წლის განმავლობაში პირველად იაპონიაში ვულკანი "იო" ამოქმედდა

ბოლო 250 წლის განმავლობაში პირველად იაპონიაში ვულკანი "იო" ამოქმედდა. კრატერიდან ამოსული ფერფლი და კვამლი ჰაერში რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ორი კილომეტრის რადიუსით კი მთასთან მიახლოება აიკრძალა.

„იო“ ბოლოს 1768 წელს ამოქმედდა და კირიშიმის ქედის მეორე ვულკანია, რომელმაც გაიღვიძა.

ექსპერტების შეფასებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ქედი მთლიანად აქტიურობის ფაზაში გადავიდა.

იაპონიაში 110 აქტიური ვულკანია, აქედან 47-ზე მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

დღის ამბები