26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ავარია ავსტრიაში-ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ავსტრიაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ავარია ქალაქ ზალცბურგში მოხდა. დაშავდა 50 ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტი ცენტრალურ ვაგზალზე იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩერებულ შემადგენლობას დამატებით ერთ ვაგონს ამატებდნენ. მას უკანა მხრიდან მეორე მატარებელი შეეჯახა. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

დღის ამბები