20 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
შარაბიძის საქმე - ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარს ნარკოტიკი ჩაუდეს და კონკრეტული პირების დასახელებას გეგმავს

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან-ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული გიორგი შარაბიძის ოჯახი და ახლობლები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის გასამართებული გიორგი შარაბიძეც, რომელიც 6-წლიან განაჩენს უკვე 23 დღეა შიმშილობით აპროტესტებს.

ხანგრძლივი შიმშილობის გამო პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გიორგი შარაბიძე ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ჰეროინი ჩაუდეს. პრობლემები კი 2016 წლიდან დაიწყო. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ წარსულში ნასამართლევ ძმებს გიორგი და არჩილ შარაბიძეებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ახალგაზრდები დათანხმდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში საქართველოში ისევ დაბრუნდნენ. ოჯახი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ მათი დევნა, იმ მოტივით დაიწყო, რომ ქვეყანაში სამართლდამცველთა ნებართვის გარეშე ჩამოვიდნენ. სამართალდამცველები მათგან ისევ უკან გამგზავრებას ითხოვდნენ.

ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვენ. კონკრეტული გვარების დასახელებასა და საქმეში არსებულ კანონდარღვევებზე საუბარს ოჯახი სწორედ ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აპირებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები