17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დირექტორის წინააღმდეგ-139-ე სკოლის ხელმძღვანელს შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ 

139-ე სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის დირექტორს უპირისპირდებიან. მე-10 კლასის მოსწავლეები ნათია ფხალაძის მიერ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ. არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი, რომლის გამოყენებასაც მასწავლებლები დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით აპირებენ. მასწავლებლებს სურთ დაამტკიცონ რომ დირექტორი ნათია ფხალხაძე მათ იმის გამო დევნის რომ მის გადაცდომებზე ინფორმაცია განათლების სამინისტროს მიაწოდეს. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი ფხალაძემ სკოლიდან გუშინ გაათავისუფლა.

დამრიგებლის გათავისუფლების გამო დღეს სკოლასთან საპროტესტო აქცია გამართეს მეათე კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა. ბავშვებმა პედაგოგების მსგავსად დაადასტურეს, რომ დირექტორი დისკრიმინაციულად დევნის არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ მოსწავლეებსაც.

ამავე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლები პოლიტიკურ შევიწროვებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილს დირექტორი სწორედ იმის გამო უპირისპირდება, რომ ის თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. თამარ მალანია ამტკიცებს, რომ მისი აქტიურობის გამო ჯერ გაფრთხილება მისცეს და შვილისთვის პრობლემების შექნით დაემუქრნენ, შემდეგ კი არასრულწლოვანი მარიხუანას მოხმარებაში დაადანაშაულეს.

თავად დირექტორმა ნათია ფხალაძემ დღეს ბრალდებებს არ უპასუხა. ასევე პოზიცია არ დააფიქსირა განათლების სამინისტრომაც, რომლის წარმომადგენელი მთელი დღე სკოლის შენობაში იმყოფებოდა. 

დღის ამბები