09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
რადიკალი ისლამისტები ბაღდადის მისადგომებს უახლოვდებიან

თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქ კობანიში ვითარება კვლავ სახიფათოა. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ჩან ჰეიგელის თქმით, საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშები წარმატებულია, თუმცა რადიკალი ისლამისტები ქალაქის გარეუბნებს მაინც აკონტროლებენ.

დაძაბული ვითარების გამო სირიის საზღვართან მობილიზებულია თურქეთის არმია. სირიასთან ერთად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები წინ მიიწევენ ერაყის ტერიტორიაზეც. გავრცელებული ცნობით, რადიკალები ბაღდადის მისადგომებს უახლოვდებიან.

დღის ამბები