17 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
დედამიწის დღე - 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. 

აქციაში მეტყევეებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა მინისტრის მოადგილეც. სკვერში ნეკერჩხლისა და მუხის ნერგები დაირგო. მათ მოვლა-პატრონობას კი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.

დღის ამბები