სოლსბერიში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ექსპერტები სპეციალური საშუალებებით ამუშავებენ ტერიტორიას, სადაც ნოვიჩოკით მოწამლული სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იმყოფებოდნენ.
ოპერაცია 9 ლოკაციაზე ჩატარდება. მათ შორის, რესტორანი, ბარი, პოლიციის განყოფილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, სადაც სკრიპალები იმყოფებოდნენ.
ასევე დამუშავდება იმ პოლიციელის სახლი, რომელიც სკრიპალების შემდეგ მოწამვლის სიმპტომებით საავადყოფოში მოხვდა. პარალელურად, ოფიციალურმა ლონდონმა სკრიპალების საქმის მასალები რუსეთს გადასცა.
დოკუმენტაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობას გადაეცა, თუმცა, მოსკოვი მაინც უკმაყოფილოა. რუსული მხარე აცხადებს, რომ მიღებული მასალები არ მოიცავს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოსკოვს გამოძიების ჩასატარებლად სჭირდება.