21 დეკემბერი 2024,   16:38
ვრცლად
პირველი ნაბიჯი იყო სარქსიანის გადადგომა და ახლა იწყება მთლიანი რეჟიმის დემონტაჟი - სომხეთში ოპოზიციის აქტივისტი

„გვაქვს საკმაოდ კარგი გეგმა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და როგორ უნდა მოვითხოვოთ არჩევნების დანიშვნა,“ - ამის შესახებ გადაცემა არჩევანში სომხეთში ოპოზიციის აქტივისტმა ისაუბრა.

მარია კარაპეტიანი ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი მთლიანი რეჟიმის დაშლაა.

„პირველი ნაბიჯი იყო სარქსიანის გადადგომა და ახლა იწყება მთლიანი რეჟიმის დემონტაჟი,“ - განაცხადა მარია კარაპეტიანმა.

მისი თქმით, ამ პროცესებს არ ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ეს ქმნის საშუალებას ოპოზიციის წევრებს შორის კონსოლიდაციის.

სომხეთში ოპოზიციის აქტივისტი აცხადებს, რომ მეთოდოლოგიამ სარქსიანის გადადგომის შემთხვევაში იმოქმედა და ახლა კარგი სიტუაციაა იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას.

"ხალხმა იზეიმა თავისუფლება და არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ სერჟ სარქსიანი გადადგა. ახლა არის შანსი, რომ სიტუაცია შეიცვალოს,“ - განაცხადა მარია კარაპეტიანმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები