21 დეკემბერი 2024,   16:53
ვრცლად
სერჟის გადადგომა ამ ეტაპზე იყო ტაქტიკური ნაბიჯი - ნოდარ ხარშილაძე

„ზედმეტად ოპტიმისტურად არ ვარ ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი, ამას შიდა და გარე მიზეზები აქვს,“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, სომხეთში ხელისუფლების ცვლილების შეფასებისას გააკეთა.

ხარშილაძის თქმით, სომხეთში ვითარება შეიძლება არაბული გაზაფხულის მსგავსად განვითარდეს, ან არაფერი არ შეიცვალოს. ის აცხადებს, რომ სერჟ სარქსიანის გადადგომა წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო და ის პოლიტიკური ძალის შენარჩუნებას ეცდება.

„კლანური სისტემა არის გამაგრებული შიგნით, სადაც არის რამდენიმე ჯგუფი, ეს ჯგუფები არის წარმოდგენილი, როგორც სომხური შიდა ელიტით, რომელიც არის ე.წ. ყარაბაღელთა ჯგუფი, რომლებიც არის ყარაბაღიდან წარმოშობით, ასევე, არიან მოსკოველი დიასპორის ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მიბმული არიან რუსეთზე და ისინი განაგებენ დღეს სომხეთს. რა თქმა უნდა, ხალხმა ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა, მაგრამ სერჟის გადადგომა ამ ეტაპზე იყო ტაქტიკური ნაბიჯი,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სომხეთში ახალი არჩევნებიც რომ დაინიშნოს, ოპოზიციას გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, რადგან ადმინისტრაციული რესურსი კვლავ ხელისუფლების ხელშია.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, რუსეთი სტატისტის როლს შეწყვეტენ და არაოფიციალურად ჩაერთვებიან სომხეთის არჩევნებში. 

დღის ამბები