09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
სტიქიას ინდოეთში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთს ძლიერი ციკლონი "ჰად–ჰადი" დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონები დააზარალა. წინასწარი მონაცემით არის მსხვერპლი და დაღუპულია 2 ადამიანი.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ევაკუირებულთა რაოდენობა 300 ათასს აღწევს. წაქცეულია ასობით ხე და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტოენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები