09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ცოლების ტარების ჩემპიონატში გამარჯვებულ წყვილს 482 დოლარი გადაეცა

შეერთებულმა შტატებმა ე.წ. ცოლების ტარების რიგით მე-15-ე ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრება მენის შტატში ჩატარდა და გამარჯვებულიც ადგილობრივი წყვილი გახდა, რომელიც პირველობის მოსაპოვებლად 2010 წლიდან იბრძვის.

გამარჯვებულ მონაწილეს ჯილდოდ მისი მეუღლის წონის ხუთმაგი ოდენობის თანხა გადასცეს, რამაც საბოლოო ჯამში 482 დოლარი შეადგინა.

წესების თანახმად, მამაკაცებმა, რომლებსაც ზურგზე მეუღლეები ჰყავთ მოკიდებული, 250 მეტრიანი დისტანცია რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გაიარონ. წლევანდელ ჩემპიონატში 50 ამერიკელი წყვილი მონაწილეობდა.

დღის ამბები