21 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

შეხვედრაზე, აშშ-ს მხარდაჭერის აქტის შესახებაც ისაუბრეს და პრეზიდენტის კონკრეტული ინიციატივებიც განიხილეს, რომელიც ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„უმთავრესი თემა, ბუნებრივია, ეხებოდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ურთიერთობების უფრო მეტი გაღრმავებისათვის და უფრო მეტი ინტენსიფიკაციისათვის. ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ისეთ საკითხებში, როგორიც არის საქართველოს თავდაცვის უნარიანობა, ეკონომიკური კავშირები და ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე თანამშრომლობის ის ფართო სპექტრი, რომელიც არსებობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების დღის წესრიგში. ასევე ბუნებრივია, განხილული იქნა ნატოს მომავალი სამიტი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები