21 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ასეთი ჩავარდნის უფლება ჩვენ არ გვაქვს"-მიხეილ გიორგაძე ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებით ინტერესდება

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლით კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტერესდება. მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატია, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს საკითხში გარკვევა.

„ჩვენ აუცილებლად გვექნება სერიოზული განხილვა, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ მიზეზებზე და იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იმიტომ, რომ ბევრი საერთაშორისო ტურნირი გველოდება წინ. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება წელს. შესაბამისად, ასეთი ჩავარდნის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არ უნდა დავუშვათ მსგავსი ჩავარდნა მომავალში,“-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თავად მარცხი კი ჩემპიონატის დასრულებისთანავე მწვავე ურთიერთბრალდებების კატალიზატორი გახდა. ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელ გამოსვლაზე პასუხისმგებლობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დააკისრა და აღნიშნა, რომ მისი არასწორ გადაწყვეტილების შედეგია.

უპრეცედენტო ჩავარდნისა და უმედლოდ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა. გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები