21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მომაკვდინებელი გაურკვეველი ნარკოტიკი და ორი გარდაცვლილი - რამდენიმე ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

ნარკოტიკული საშუალებით, სავარუადოდ, „მეფედრონით“ ორი ახალგაზრდას გარდაცვალების ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებით კიდევ რამდენიმე ახალგაზრდაა გარდაცვლილი. გარდა ამისა, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში ძლიერი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მოთავსებული არიან ახალგაზრდები, მათი უმეტესობა ამ დრომდე გონზე არ არის მოსული.

ალადაშვილის კლინიკის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში კლინიკაში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო მკურნალობას რამდენიმე პაციენტი გადის, თუმცა, მედიკოსები ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია.

„შემოსულია 8 პაციენტი, ყველასთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი იყო ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, აღნიშნულის გამო ყველა მათგანი გადართული იყო მართვით სუნთქვაზე, რამდენიმე მათგანი გაეწერა, დარჩენილები იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა მძიმეა,“-აცხადებს ლევან რატიანი.

 

დღის ამბები