21 დეკემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე - "ენმ" ხელისუფლებას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია სოფელ ჯუმათში წყლის რეაბილიტაციისთვის გახარჯული ნახევარი მილიონი ლარის მიზნობრიობის შესწავლას მოითხოვს.

ოპოზიციის მტკიცებით, სოფელში მოსახლეობას სამუშაოების დასრულების მიუხედავად, წყალი დღემდე არ მიეწოდება.

დღის ამბები