21 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
"ივანიშვილის გამოჩენასთან ერთად, დაიწყო ძალადობა ენმ-ს წინააღმდეგ-პარტია ციხისძირის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში, პარტიის დეპუტატებზე განხორციელებულ თავდასხმას და მომხდარის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს. ნუგზარ წიკლაურის  განცხადებით ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატებზე თავდასხმა ძმები შავიშვილების ორგანიზებით განხორციელდა. მისი განმარტებით დეპუტატებს თავს მას შემდეგ დაესხნენ, როცა ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი ხის გადატანის კანონიერებით დაინტერესდნენ.

„ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად, დაიწყო ძალადობის ახალი ტალღა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. კერძოდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის გადატანისას საკრებულოს და უზენაესი საბჭოს წევრები აჭარიდან დაინტერესდნენ ამ ქმედების კანონიერებით, რაზეც მათ პასუხად მიიღეს ძმები შავიშვილების ორგანიზებული ზონდერ ჯგუფების თავდასხმა,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები