30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.
კონკურსში 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს. კონკურსს წარმომადგენლობითი ჟიური ეყოლება, რომელშიც ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო, გრეის ბამბიც შედის. კონკურსი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ტარდება.