21 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
NDI-ის გამოკითხვა და საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური განწყობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ აქვს. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოების განწყობა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართაც გაარკვია.

ჯარის საქმიანობას კარგ შეფასებას გამოკითხულთა - 56% აძლევს, საშუალოდ 31%, ცუდი ან ძალიან ცუდი 7%.

56 %-ია  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი. 3 წლის წინ დადებითი შეფასება ამ ნაწილში 70%-ზე ზევით იყო.

პოლიციის საქმიანობას NDI-ის  კვლევის მიხედვით პოზიტიურად 41 % აფასებს, საშუალოდ 43, ხოლო ცუდად 13 %.

გამოკითხვის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, პერსონალური რეიტინგები იყო, სადაც გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, მას საქმიანობას დადებითად  26 % აფასებს. გიორგი მარგველაშვილის ერთი ნიშნულით ჩამორჩება გიორგი კვირიკაშვილი, მას 25% აქვს.

NDI-იმ მოსახლეობის განწყობა საგარეო კურსთან მიმართებაშიც გაარკვია, რომლის თანახმადაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი საქართველოში გაიზარდა.

რაც შეეხება საფრთხეებს გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი რუსეთია.

 

დღის ამბები