თამბაქოს მოწევა თავისუფლად ხვალიდან მხოლოდ საკუთარ სახლში იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალვა უკვე კანონით დარეგულირდება. სიგარეტის მოწევა იკრძალება დახურულ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.
მწეველების უკმაყოფილების მიუხედავად, კანონი ძალაში ხვალიდან შევა. აკრძალვა ორ ეტაპად მოხდება, თავდაპირველად თამბაქოს მოხმარება ყველა იმ ობიექტში აიკრძალება, სადაც მოზარდები იკრიბებიან, თამაშობენ და სადაც სამედიცინო დაწესებულებებია. ნაწილობრივი აკრძალვა შეეხება სტადიონებსაც.
კანონდამრღვევებისთვის ფულადი სანქციები დაწესდება. იურიდიულ პირს დარღვევის პირველ ჯერზე 500 ლარის გადახდა მოუწევს, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმდება, ურჩი მოქალაქის შემთხვევაში კი საქმეში უკვე სამართალდამცველი ჩაერთვება.
ახალი კანონი რამდენიმე გამონაკლისს ითვალისწინებს. 2020 წლისთვის კი მოწევა ყველა ობიექტზე კატეგორიულად აიკრძალება.
საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად თამბაქოს შესახებ კანონი ძალაში ხვალიდან შევა.