დღეს ორშაბათია და „რუსთავი 2“-ის მაყურებელს მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ ელოდება. დღეს, 9 საათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ მეორე დაუვიწყარი ლაივ შოუ გაიმართება.
რუსთაველის თეატრში უკვე ყველაფერი მზად არის მეგა შოუს დასაწყებად და მღელვარებაც კულმინაციას აღწევს, რადგან დღეს პროექტს ერთი მონაწილე გამოეთიშება.
პროექტის მონაწილეები 80-90-იანი წლების ჰიტებს შეასრულებენ.