17 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
9 მაისის აღნიშვნა დაპირისპირების ფონზე - კვერცხების სროლა და ჩხუბი ვაკის პარკში

9 მაისის დღესასწაული წელსაც დაპირისპირების მიზეზია. დღეს თბილისში, გორში და ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვებასთან ერთად მოქალაქეების ნაწილი რუსეთის ოკუპაციას და საბჭოთა სიმბოლიკას აპროტესტებდა.

ვაკის პარკში დღეს ერთად მივიდნენ, სოციალისტები, სტალინელები და კომუნისტები. წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან სამივეს მიღებული ჰქონდა გაფრთხილებით, რომ არ დაერღვიათ საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია" და 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოეყენებინა.

წითელი დროშებიდან ნამგალი და ურო გააქრეს, მაგრამ ბელადის ფოტო მაინც წინ მიუძღოდათ, არც საბჭოთა სიმბოლიკაა

პარალელურად, პლაკატებით - "21 საუკუნის შავი ჭირი, რუსეთი ოკუპანტია" წითელდროშებიანებს მოქალაქეები დახვდნენ და იმის განმარტებას ცდილობდნენ, რომ არა ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნას, არამედ მათ მიერ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

საპატრულო პოლიციამ გეორგიევსკის ბაფთები დღეს ვაკის პარკში მისულ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს გულიდან ჩამოხსნა. ბაფთების მოხსნას „ნაციონალური მოძრაობისა და "ძალა ერთობაშია"-ს მონაწილეები ითხოვდნენ.

ვაკის პარკში საქმე კვერცხების სროლამდე მივიდა მას შემდეგ, რაც ვალერი კვარაცხელიამ ერთ-ერთ ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საპასუხოდ კი სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრმა კვერცხი ისროლა.  

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ფაქტები დღეს დაძაბულობის მიზეზი არა მარტო თბილისში იყო. გორში სტალინის მუზეუმამდე მსვლელობა ჯერ ორგანიზაცია "გორელებს" ქონდათ, რომელსაც "ოცნების" დეპუტატიც შეუერთა. 

კომუნისტებს საბჭოთა სიმბოლიკა ჯერ სამართალდამცველებმა გაატანინეს ტერიტორიიდან, პარალელურად კი მათ მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით სტალინელებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ბიუსტიც დადგეს.

ხმაური იგივე მიზეზით ბათუმშიც იყო. ერას მოედანზე, ორგანიზაცია უკვდავი პოლკის" მონაწილეები შეიკრიბნენ აკრძალული სიმბოლიკით.

თბილისში, „თავისუფალი ზონის“ წევრებმა მშვიდობისა და მეტეხის ხიდზე ანტისაოკუპაციო ბანერები გადმოფინეს და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

ასევე, ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლისთავი დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ქვეყნის პირველმა პირებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 

დღის ამბები