09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
მისურის შტატში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში დაკავებებით დასრულდა. დაპატიმრებულთა რაოდენობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა სატელევიზიო კადრებში 10–მდე მათგანი ჩანს.

სამართალდამცველების ცნობით, მომიტინგეების ნაწილი დაშლის შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაკავების დროს ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ახალი საპროტესტო ტალღა მისურიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მიზეზი პოლიციელის მიერ კიდევ ერთი ფერადკანიანი მოზარდის მკვლელობა გახდა.

დღის ამბები