26 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
"ჩვენ დამატებით შიგნით ვერც ერთი ნარკორეალიზატორი ვერ დავიჭირეთ და მაინც შევედით?" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კითხვა მინისტრს

საპარლამენტო ოპოზიციის გარდა მინისტრთან კრიტიკული შეკითხვა ჰქონდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ცქიტიშვილს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ გახდა აუცილებელი 12 მაისს იმ ორ კლუბში შესვლა, თან მაშინ თუ ნარკორეალიზატორების დაკავება გარეთ მოხდა.

„თუ გარეთ დავიჭირეთ, რატომ გახდა აუცილებლობა შიგნით შესვლა? ჩვენ დამატებით შიგნით ვერც ერთი ნარკორეალიზატორი ვერ დავიჭირეთ და მაინც შევედით? რატომ მოხდა შესვლა ამ ორ კლუბში, როდესაც სანქცია სხვა კლუბებზეც იყო? ზოგადად, რამდენად პოლიტიკურად გათავისებული იქნება ამ გადაწყვეტილებების შედეგები?“-მიმართა ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ მინისტრს შეფასება 17 მაისის კონტრაქციების შესახებ ჰკითხა. დეპუტატი დაინტერესდა, რას ფიქრობს მინისტრი, რამდენად მოხდა გამოხატვის თავისუფლების რეალიზება. ენძელა მაჭავარიანმა კი იმ პოლიციელებისთვის პრემიების გაცემა მოითხოვა, რომლებიც აქციებზე ადამიანების უსაფრთხოებას იცავდნენ.                  

„ეს მადლობები, რომელიც ჩვენ აქ უხვად დავარიგეთ, ერთის მხრივ, შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ცარიელი მადლობა დიდი ვერაფერი წამალია და მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ის ადამიანები, ვინც იმ ღონისძებაზე იდგნენ და იცავდნენ ხალხის ინტერსებს, თუ შეიძლება რაიმე ფულადი ჯილდოთი, პრემიით ან სხვა რამით დავაჯილდოვოთ,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. 

დღის ამბები