06 ოქტომბერი 2024,   07:50
ვრცლად
მეგან მარკლს ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია

სამეფო ქორწილი - მეგან მარკლს ფრანგული მოდის სახლის, ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია. თავზე კი ბრილიანტის დიადემა უკეთია.

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს.

მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცმა ჩარლზმა მიაცილა.

პრინცი ჰარი ტაძართან თავის ხელისმომკიდესთან, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამთან ერთად, 20 წუთით ადრე მივიდა.

ჯვრისწერაზე მიწვეული 600-ვე სტუმარი წმინდა გიორგის სახელობის დარბაზში დედოფლის მიერ ორგანიზებულ მიღებასაც დაესწრებიან. 

ცნობილია, რომ მიღების დროს მეგან მარკლი სამეფო პატარძლების ტრადიციას დაარღვევს და სიტყვით გამოვა. 

დღის ამბები